„ლიონმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლა მოახერხა, თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ ქომაგებსა და ფეხბურთელებს შორის მცირე შეტაკება მოხდა.
საფინალო სასტვენის შემდეგ ერთ-ერთმა ქომაგმა ბანერი გამოფინა, რომელიც მცველის, მარსელოს წინააღმდეგ იყო მიმართული. ფანები ფეხბურთელს გუნდის დატოვებას მოუწოდობდნენ.
ბანერი მემფის დეპაიმ შენიშნა, რომელიც გულშემატკივრისკენ გაეშურა და ამას მცირე არეულობა მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ „ლიონმა“ „ლაიფციგთან“ (2:2) ქულა მოიპოვა და ამის ხარჯზე ჯგუფიდან გავიდა. გადამწყვეტი გოლი კი 82-ე წუთზე სწორედ დეპაიმ გაიტანა.