ფეხბურთი

18:19 | 11.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელებს: "არანაირი 2:7, დაივიწყეთ!"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიმ საკუთარ ფეხბურთელებს მიუნხენის „ბაიერნთან“ წაგებული მატჩის (2:7) გახსენება აუკრძალა. როგორც პორტუგალიელმა განაცხადა, მისმა მოთამაშეებმა ამ შეხვედრიდან ფოტოც კი არ უნდა ნახონ.

„მე ავკრძალე ამ თამაშზე საუბარიც კი. იგივე თამაში მე და ჩემმა სამწვრთნელო შტაბმა რამდენმე ვნახეთ, ანალიზი ჩავატარეთ, ყველა ასპექტი შევისწავლეთ, მაგრამ ბიჭებს სურათის შეხედვაც ავუკრძალე, არ უნდა ნახოთ ამ თამაშიდან არც ერთი სურათი, არც ერთი! ზოგადად, „ბაიერნს“ არ შეხედონ. კონცენტრაცია მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა მოვახდინოთ.

განზრახული გვაქვს შევიმუშავოთ სხვადასხვა სქემები, ფაზები, მაგრამ ვეცდებით ფეხურთი ვითამაშოთ, ყურადღება ამაზე უნდა გავახვილოთ“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ და „ტოტენჰემი“ მერვედფინალში უკვე გასულები არიან და დღევანდელ შეხვედრას სატურნირო მოტივაცია არ ახლავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104551