„მილანის“ ყოფილი დამრიგებელი, ჯენარო გატუზო, დღეს, 11 დეკემბერს, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი გახდება - გვამცნობს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდი.
წყაროს ინფორმაციით, გატუზო ნეაპოლელებთან 18 თვიან კონტრქტს გააფორმებს, კიდევ ერთწლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით, გუნდის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შემთხვევაში.
41 წლის გატუზოს ბოლო სამუშაო კლუბი „მილანი“ გახლდათ, რომელსაც ის 2017-19 წლებში ხელმძღვანელობდა. 2018-19 წლების სეზონის დამთავრების შემდეგ, გატუზო გადადგა, რადგან „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდა.