ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის „ინტერთან“ მატჩის შემდეგ (2:1), „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„ახლა ემოციებით დატვირთული ვართ. მართლაც ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. მოსაგებად ვთამაშობდით და მიზანს მივაღწიეთ. არადა, ზოგიერთი ჩვენი ფეხბურთელი პირველად ირჯებოდა ასეთ დონეზე.
კარლეს პერესს საგოლე ალღო აქვს. ფატიც ნაღდი ბომბარდირია. მას მსუბუქი ტკივილები აწუხებდა, მაგრამ გარკვეული სათამაშო დრო მაინც მივეცით. გვიხარია, რომ ის ყველაზე ახალგარდა მეგოლე გახდა ტურნირზე.
ვგრძნობთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია.“ - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისედაც არ გვყავს ბავშვები და რა დროს დისკვალიფიკაციაა და ნაკრები რა შუაშია საერთოდ,ეს უსტიაშვილი ვერ ამართლებს და ვეღარ მიხვდნენ სხვას ჩააბარონ 20 წლიანები და დიდ ნაკრებში ხო რას ამბობ თავისი ლუბიმჩიკების შერჩევის მეტს არაფერს არ აკეთებს.
წარმატებები ნაკრებს მაგრამ ეგ უსტიაშვილი მოაცილეთ ამათ.
ნოდარ გოგოძეა ის ბავშვი გოგლიძე კი არა :@