ფეხბურთი

15:52 | 10.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის გატუზო შეცვლის

ჯენარო გატუზო ძალიან ახლოსაა „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელობასთან. იტალიური მედიის ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისმა კარლო ანჩელოტის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო და მას გატუზო შეცვლის.

ნეაპოლელები დღეს ჩემპიონთა ლიგაზე „გენკს“ დაუპირისპირდებიან და შედეგის მიუხედავად ანჩელოტის დაკავებულ პოსტს დაატოვებინებენ.

რაც შეეხება გატუზოს, 1.5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მუშაობას შეუდგება. დე ლაურენტისმა „რინოს“ დანიშნვნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მასიმილიანო ალეგრისგან და ლუჩანო სპალეტისგან უარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ სერია A-ში 2000 წლის შემდეგ ყველაზე წარუმატებელი სტარტი აქვს და 15 ტურში 21 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელად კი დღეს „გენკთან“ ერთი ქულის მოპოვება სჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112793