ფეხბურთი

14:46 | 10.12.2019 | ნანახია 655 - ჯერ

რამოსი: „კარგი იქნებოდა, მესისთვის და რონალდუსთვის ცალკე „ოქროს ბურთი“ დაეარსებინათ“

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კარგი იქნებოდა ლიონელ მესისთვის და კრიშტიანუ რონალდუსთვის ცალკე „ოქროს ბურთი“ დაეარსებინათ.

„შეიძლებოდა ისე გაგვეკეთებინა, რომ მესისა და რონალდუსთვის ცალკე „ოქროს ბურთი“ დაარსებულიყო, რომელიც მათ ყოველ წელს შედეგებიდან გამომდირე გადაეცემოდათ. მეორე „ოქროს ბურთი“ კი დანარჩენებისთვის ყოფილიყო. ასეთი მიდგომა ფეხბურთისთვის სასარგებლო იქნებოდა“ - ციტირებს რამოსის სიტყვებს Marca.

მესის და რონალდუს „ოქროს ბურთი“ ყველაზე მეტჯერ მოუგიათ. არგენტინელს ექვსჯერ, პორტუგალიელს - ხუთჯერ.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:16 | 10.12.2019
barcelona1991 (4821)

დდდდდდდდდდდდდ

17:43 | 10.12.2019
welder (1068)

იცის და შეეკითხე თუ გინდა

15:45 | 10.12.2019
KoRBeN DaLLaS (24838)

ეს მარტო მინდორზე კი არ გამოირჩევა კრეატიული აზროვნებით ?

0.129816