ლონდონის „ჩელსის“ მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა, ამერიკული ბეისბოლის გუნდის, „ლოს ანჯელეს დოჯერსის“ თავკაცს, ტოდ ბოელის, თავისი კლუბის მიყიდვაზე უარი უთხრა - გვამცნობს The Wall Street Journal.
ბოელიმ რუს ოლიგარქს 3 მილიარდ ევროზე ნაკლები შესთავაზა, რამაც გარიგება შეაჩერა. თუმცა, გაცემის მტკიცებით, მოლაპარაკებები გაგრძელდება.
აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 2003 წელს შეიძინა 150 მილიონ ევროდ.