ფეხბურთი

12:17 | 10.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერმა რაშფორდი რონალდუს შეადარა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ულე-გუნარ სულშერმა, გუნდის თავდამსხმელი, მარკუს რაშფორდი, „მანჩესტერის“ ყოფილ, ამჟამად კი „იუვენტუსის“ შემტევ კრიშტიანუ რონალდუს შეადარა.

„რაშფორდისა და რონალდუს შედარება ადვილია. ორივეს ფანტასტიკური დრიბლინგი, ტანის მოძრაობა და ხასიათი აქვს. რაშფორდს ყველაფერი გააჩნია იმისათვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ვიმედოვნებ, ასევე გააგრძელებს და სგატანასაც მოუმატებს.“ - ციტირებს სულშერის სიტყვებს Sky Sports.

მიმდინარე პრემიელიგაში რაშფორდმა 16 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.

0.151053