ფეხბურთი

23:26 | 9.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ "რეალის" დატოვებას ნანობს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის „რეალის“ დატოვებას ნანობს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა ABC ავრცელებს.

როგორც ეს წყარო იტყობინება, კრიშტიანუმ ესპანურ გრანდს ამის შესახებ თავად აცნობა, ხოლო სინანულის მთავარი საბაბი ინდივიდუალური ჯილდოების დაკარგვაა. „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ პორტუგალიელმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლა ჯერ ლუკა მოდრიჩთან წააგო, შემდეგ ლიონელ მესისთან.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „რეალიდან“ „იუვენტუსში“ 2018 წლის ზაფხულში 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და „ბებერ სინიორაში“ ჩატარებულ 61 მატჩში 37 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118011