„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მზადაა იმისთვის, რომ გუნდიდან დაითხოვონ. როგორც გამოცდილმა სპეციალისტმა განაცხადა, აგრძელებს მხარდაჭერას, მაგრამ მისი ჩემოდანი მზადაა ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის.
„ნაპოლიში“ ანჩელოტის მემკვიდრეთა შორის მთავარი კანდიდატი ჯენარო გატუზოა და იტალიური მედიის ინფორმაციით, მასთან მოლაპარაკებებიც დაწყებულია.
„მწვრთნელის ბარგი ყოველთვის მზადაა, ასეთ სიტუაციაში კითხვების პროცესი ნორმალური ვითარებაა. ეს არის გამოცდილება, რომელიც წარსულშიც გამოვიარე. ასე, რომ არ მეშინია თუ კლუბი გამათავისფლებს“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ სერია A-ში ზედიზედ 7 მატჩი არ მოუგია და სატურნირო ცხრილში 21 ქულით მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა. ასეთი წარუმატებელი სტარტი ნეაპოლელებს 15 ტურში 2000 წლის შემდეგ პირველად აქვთ.
ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, „გენკთან“ იტალიურ გუნდს ფრედ ჰყოფნის, რომ მერვედფინალის საგზური მოიპოვოს.