ფეხბურთი

20:55 | 9.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გველესიანმა ირანში ისევ გაიტანა (+VIDEO)

ირანის ჩემპიონატში შედეგიან თამაშს აგრძელებს გიორგი გველესიანი, რომელმაც გოლი კიდევ ერთხელ გაიტანა. მე-14 ტურში „სეპაჰანი“ „შარ ხოდრუს“ ესტუმრა და დაუზავდა - 1:1.

სტუმართა რიგებში ეს ერთადერთი გოლი სწორედ გველესიანმა გაიტანა, რომელმაც მე-60 წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

გიორგი „სეპაჰანის“ ერთ-ერთი ლიდერია და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში სამჯერ გამოიჩინა თავი, რაც ცენტრალური მცველისთვის ჩინებული შედეგია.

„სეპაჰანიც“ კარგ სეზონს ატარებს და 25 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა. ლიდერ „ესტეგლალს“ კი მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

0.114878