ფეხბურთი

18:02 | 9.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძის და "სპარტაკის" გზები შესაძლოა ზამთარში გაიყაროს

ჯანო ანანიძემ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მოსკოვის „სპარტაკი“ დატოვოს. Sport24-ის ინფორმაციით, „სახალხო გუნდი“ იანვარში ქართველ ნახევარმცველთან ერთად აიაზ გულიევსაც შეელევა.

მოსკოველები მზად არიან ორივე მოთამაშის შემთხვევაში მიღებული წინადადებები სერიოზულად განიხილონ. თუმცა, გამოცემა არ აკონკრეტებს სად შეიძლება გადავიდეს 27 წლის ჩვენებური.

ანანიძე „სპარტაკის“ მთავარ გუნდში 2009 წელს გამოჩნდა და ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ 146 თამაშში 16 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი მიითვალა. ჯანო მიმდინარე სეზონში მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში პრაქტიკულად ვერ ხვდება და შეცვლაზეც იშვიათად ეძლევა თამაშის შესაძლებლობა.

0.114557