"ტოტენჰემის" პორტუგალიელ თავკაცს ჟოზე მოურინიოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინის დამატება სურს, აღნიშნულ ინფორმაციას Les Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მოურინოს ფელაინის ამპლუის ფეხბურთი ახლა კლუბში არ ჰყავს და მის მონახაზებში ბელგიელი ადვილად ჩაჯდება.
მარუანს და მოურინიო რამდენიმე წლის წინ "მანჩესტერ იუნაიტეში" თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვთ.
ფელაინი ახლა ჩინეთის ჩემპიონატში ასპარეზობს, ბელგიელი "შანდონგის" ღირსებას იცავს. ნახევარმცველს კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.
ფელაინმა ჩინეთის ჩემპიონატში 22 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 8 გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.