კალათბურთი

12:44 | 9.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

დონჩიჩმა ჯორდანის რეკორდი დაამხო, "ლეიკერსმა" ისევ იმარჯვა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.

"დალასი" სკუთარ დარბაზში "საკრამენტოსთან" 106:110 დამარცხდა. ლუკა დონჩიჩმა 27 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი მიითვალა და მაიკლ ჯორდანის რეკორდი დაამხო. ლუკამ ზედიზედ 19 შეხვედრაში მინიმუმ 20 ქულა, 5 მოხნსა და 5 პასი მიითვალა. მსგავსი შედეგი მაიკლ ჯორდანს და ოსკარ რობერტსონს ზედიზედ 18 შეხვედრაში ჰქონდათ გაკეთებული.

"ლეიკერსმა" შინ "მინესოტა" 142:125 დაამარცხა. მატჩში უპირატესობა ლოს ანჯელესელებს ჰქონდათ. ენტონი დევისმა 50 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. ლებრონ ჯეიმსმა 32 ქულა და 13 პასი ჰქონდა. "მინესოტაში" 19 ქულით უიგინსი გამოირჩა. "ლეიკერსი" 21 მოგებით და 3 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.

"კლიპერსმა" გასვლაზე "ვაშინგტონს" 135:119 მოუგო. "კლიპერსი" ბოლო მეორე პერიოდის ბოლოს დაწინაურდა, რის შემდეგაც დედაქალაქელები მატჩის ბოლომდე მდევრის როლში გახლდნენ. კავაი ლეონარდს 34 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა. პოლ ჯორჯმა 27 ქულა ჩააგდო.

"ბრუკლინი" - "დენვერი" 105:102 (25:21, 28:33, 29:23, 23:25)
https://www.youtube.com/watch?v=-dqYzrj_6gk

"შარლო ჰორნეტსი" - "ატლანტა" 107:122 (27:24, 26:27, 30:37, 24:34)
https://www.youtube.com/watch?v=0tmnDFhJGyw

"მაიმი" -"ჩიკაგო" 110:105 (16:25, 31:24, 27:24, 23:24 ო.ტ. 13:8)
https://www.youtube.com/watch?v=RR-hoIxcnDM

"ფილადელფია" - "ტორონტო" 110:104 (27:22, 30:20, 29:26, 24:36)
https://www.youtube.com/watch?v=shiCj_ut4ec

"ვაშინგტონი" - "კლიპერსი" 119:135 (25:35, 39:30, 29:35, 26:35)
https://www.youtube.com/watch?v=R7Ls8pnQHV4

"დალასი" - "საკრამენტო" 106:110 (27:36, 19:30, 32:26, 28:18)
https://www.youtube.com/watch?v=bFpxZ51Md7I

"პორტლენდი" - "ოკლაჰომა" 96:108 (20:21, 27:34, 31:27, 18:26)
https://www.youtube.com/watch?v=73xChQBNLIo

"ლეიკერსი" - "მინესოტა" 142:125 (39:31, 34:34, 37:38, 32:22)
https://www.youtube.com/watch?v=ppzL679dkQc

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.133008