ჩინეთში მიმდინარე China Open-ის ტურნირზე, მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერმა ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა, სლოვაკი მარტინ კლიჟანი დაამარცხა (6:4, 6:1).
რაფა ნადალის სენსაციურად დამმარცებელმა მარტინ კლიჟანმა ვერაფერი გააწყო ტომაშ ბერდიხთან. პირველ სეტში 5:4-ზე ტომაშის სასარგებლოდ, მარტინმა თავის ჩაწოდება წააგო და ჩეხი სეტებში დაწინაურდა. კლიჟანმა ბერდიხს მეორე სეტში ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ჩეხმა 7 ეისი მოაწოდა, ხოლო სლოვაკმა სამი.
ტომაში კარიერაში China open-ის ფინალში პირველად გავიდა, სადაც სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ნოვაკის მხარესაა – 15:2.