1969 – დაიბადა ბიქსენტ ლიზარაზიუ. საფრანგეთის ნაკრების (1992-2004), “ბორდოს” (1988-96), ბილბაოს “ატლეტიკის” (1996), მიუნხენის “ბაიერნის” (1997-2006), “მარსელის” (2004) მცველი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი. ევროპის 2000 წლის ჩემპიონი. კონფედერაციათა თასის ორგზის გამარჯვებული (2001, 2003). ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. მსოფლიოს 2002 და ევროპის 2004 წლების ჩემპიონატების მონაწილე. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 97 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. 2001 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასები. ჩემპიონთა ლიგისა (1999) და უეფას თასის (1996) ფინალისტი. გერმანიის ხუთგზის ჩემპიონი (1999, 2000, 2001, 2003, 2005, 2006) და თასის მფლობელი (1998, 2000, 2003, 2005, 2006). 1999 და 2000 წლებში მოიპოვა გერმანიის ლიგის თასი.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1953 - “მონრეალ კანადიენსსა” და “ტორონტო მეიფლ ლივზს” შორის გამართულ ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩში, მოთამაშეებმა 204 საჯარიმო წუთი მიიღეს (106 – “კანადიენსი” და 98 – “ლივზი”).
1961 - უილტ ჩემბერლენმა (“ფილადელფია უორიორზი”) ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩის მსვლელობისას “ნიუ იორკ ნიკზსს” 67 ქულა ჩაუგდო.
1968 - თბილისის “დინამომ” აზიური ტურნეს მსვლელობისას, კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, 4:2 მოუგო. ქართველთაგან გოლები გივი ნოდიამ (2), სლავა მეტრეველმა და გოჩა გავაშელმა გაიტანეს. “დინამო”: ურუშაძე, ცხოვრებოვი, რეხვიაშვილი, ხურცილავა, ჭოხონელიძე, პეტრიაშვილი, ილიადი, გ. სიჭინავა (კუტივაძე), მეტრეველი, გ. ნოდია, გავაშელი (ლ. ნოდია). გუნდს ვიაჩესლავ სოლოვიოვი წვრთნიდა.
1973 - ბრუნო სამარტინომ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის, სტენ სტასიაკი დაამარცხა და WWF ასოციაციის ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1974 - ჯეკ ბრისკომ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის, ჯაიანთ ბაბა დაამარცხა და NჭA ასოციაციის ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1978 - პროფესიონალ ქალ კალათბურთელთა ლიგაში (WBL) პირველი შეხვედრა ჩატარდა. ერთმანეთს “ჩიკაგო ჰასლი” და “მილუოკი დოესი” შეხვდნენ.
1984 - ჩოგბურთელთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში, კრის ევერტმა ჩეხოსლოვაკიელი ჰანა სუკოვა 6:7, 6:1, 6:3 დაამარცხა და ტურნირის რიგით 59-ე ჩემპიონი გახდა.
1985 - ჩოგბურთელთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, შვედმა შტეფან ედბერგმა თანამემამულე მათს ვილანდერი 6:4, 6:3, 6:3 დაამარცხა და ტურნირის რიგით 74-ე ჩემპიონი გახდა.
1987 - თბილისის “დინამომ” უეფას თასის გათამაშების განმეორებით მერვედფინალურ მატჩში, ბრემენის “ვერდერთან” (გუნდს ოტო რეჰაგელი წვრთნიდა) 1:1 ითამაშა (პირველი შეხვედრა ბრემენში გერმანელებმა 2:1 მოიგეს) და ტურნირს გამოეთიშა. ქართველთაგან გოლი თენგიზ სულაქველიძემ გაიტანა. თბილისის “დინამოს” სტადიონზე თამაშს 75 ათასი მაყურებელი დაესწრო. “დინამო”: გაბელია, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, ცვეიბა, რევიშვილი (ფანცულაია), სვანაძე, სულაქველიძე, ქეცბაია (კორღალიძე), გურული, შენგელია. “დინამოს” გერმან ზონინი წვრთნიდა.
1990 - საკონტინენტთაშორისო თასზე (“ტოიოტას თასი”) “მილანმა” პარაგვაის “ოლიმპიას” 3:0 მოუგო. გოლები რაიკაარდმა (2) და სტროპამ გაიტანეს. შეხვედრა ტოკიოში, ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა და მას 60 288 მაყურებელი დაესწრო. მატჩის არბიტრი ბრაზილიელი მსაჯი რაიტი იყო. “მილანი”: პაცალი, ბარეზი, ტასოტი, კოსტაკურტა, მალდინი (გალი), კარბონე, დონადონი (გაუდენცი), რაიკაარდი, სტროპა, გულიტი, ვან ბასტენი. “ოლიმპია”: ალმეიდა, ფერნანდესი, კასერესი, გუაში, რამირესი (ჩიმაკი), სუარესი, ჰოინი (კუბილია), ბალბუენა, მონცონი, ამარილია, სამანიეგო.
1990 - შვედმა მოციგურავემ, გუნდა ნიემანმა 3 კილომეტრზე რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (4:10.8).
2006 - შოთა ხაბარელი ევროპის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
2007 - თბილისის “ამერმა” რუსთავის “ოლიმპი” დაამარცხა (4:1) და საქართველოს სუპერთასი ზედიზედ მეორედ დაისაკუთრა.
2007 - ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, სერ ბობი რობსონი “წლის ადამიანის” პრემიით დაჯილდოვდა. მან ინგლისურ ფეხბურთში, მწვრთნელისა და მოთამაშის რანგში შეტანილი წვლილის გამო, ნომინაციაში, _ “ცხოვრებისეული მიღწევები”, _ გაიმარჯვა.
2008 - ესპანურ “ელ კლასიკომდე” 4 დღით ადრე მადრიდის “რეალის” მთავარმწვრთნელობიდან ბერნდ შუსტერი გადააყენეს და “ბარსელონასთან” სათამაშოდ გუნდი ხუანდე რამოსმა გაიყვანა.
2012 - ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩში მადრიდის “ატლეტიკომ” ლა კორუნიას “დეპორტივოს” 6:0 მოუგო. 5 გოლი კოლუმბიელმა ფორვარდმა რადამელ ფალკაომ გაიტანა.
ამ დღეს დაიბადნენ
1889 - ჯონ კოლემაინი. ფინელი სტაიერი. 1912 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1933 - მილტონ გრეი კემპბელი. ამერიკელი მძლეოსანი. თანამედროვე ათჭიდში 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1964 - პიოტრ მრიზა. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრების გოლკიპერი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.
1968 - კურტ ენგლი. ამერიკელი მოჭიდავე. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის, 1996 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.
1969 - ბიქსენტ ლიზარაზიუ. საფრანგეთის ნაკრების (1992-2004), “ბორდოს” (1988-96), ბილბაოს “ატლეტიკის” (1996), მიუნხენის “ბაიერნის” (1997-2006), “მარსელის” (2004) მცველი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი. ევროპის 2000 წლის ჩემპიონი. კონფედერაციათა თასის ორგზის გამარჯვებული (2001, 2003). ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. მსოფლიოს 2002 და ევროპის 2004 წლების ჩემპიონატების მონაწილე. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 97 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. 2001 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასები. ჩემპიონთა ლიგისა (1999) და უეფას თასის (1996) ფინალისტი. გერმანიის ხუთგზის ჩემპიონი (1999, 2000, 2001, 2003, 2005, 2006) და თასის მფლობელი (1998, 2000, 2003, 2005, 2006). 1999 და 2000 წლებში მოიპოვა გერმანიის ლიგის თასი.
1971 - პიოტრ ნედვედი. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და “პიტსბურგ პინგვინზის” ცენტრფორვარდი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.
1972 - ფაბრის სანტორო. ტაიტიში დაბადებული ფრანგი ჩოგბურთელი. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია წყვილთა თანრიგში ასპარეზობისას. მიშელ ლოდრასთან ერთად სანტორო 2003 და 2004 წლებში ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2002 წელს ფინალში იასპარეზა. 2004 წელს სანტორო საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში გავიდა. ფაბრის სანტორომ ჩეხ დანიელა ჰანტუხოვასთან ერთად საფრანგეთის ღია პირველობის შერეულ წყვილთა თანრიგში ჩემპიონობა მოიპოვა. 2005 წლის 20 ნოემბერს სანტორო ლოდრასთან ერთად შანხაის მასთერზის ტურნირის ჩემპიონი გახდა. ერთეულთა თანრიგში გამოსვლისას სანტოროს დამარცხებული ჰყავს იმ დროისათვის პლანეტის პირველი ჩოგნები ანდრე აგასი და პიტ სამპრასი, ხოლო რუს მარატ საფინთან 9 ჩატარებულ შეხვედრაში, 7-ჯერ იმარჯვა. სანტორომ ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ითამაშა. მისი და არნო კლემანის პაექრობა 6 საათსა და 37 წუთს გაგრძელდა. ეს 2004 წელს საფრანგეთის ღია პირველობაზე მოხდა.
1982 - მაკა ჩახნაშვილი. ქართველი ჩოგბურთელი. 2007 წლის ივლისში მსოფლიო რეიტინგში თავისი კარიერის ყველაზე მაღალი პოზიცია (150-ე) ეკავა.
ამ დღეს გარდაიცვალა
1993 - დენი ბლენჩფლაუერი. ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “ტოტენჰემ ჰოთსპურის” ფეხბურთელი (კაპიტანი). საფეხბურთო კარიერა მან ბელფასტის “გლენტორანში” დაიწყო, საიდანაც ბირმინგემის “ასტონ ვილაში” გადავიდა, თუმცა, დენი ბლენჩფლაუერმა საყოველთაო სახელი “სპერზში” გამოსვლისას მოიპოვა. 1961 წელს “ტოტენჰემმა” ინგლისურ კლუბთაგან მეოცე საუკუნეში პირველად მოახერხა 1 სეზონში საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის თასების დაუფლება (1897 წელს ეს “ასტონ ვილამ” შეძლო). იმავე სეზონში, ჩრდილოლონდონელებმა ჩემპიონატის საწყისი 11 შეხვედრა მოიგეს. 1963 წელს ბლენჩფლაუერი გუნდთან ერთად თასების მფლობელთა თასს დაუეფლა. 1958 და 1961 წლებში, დენი ბლენჩფლაუერი ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მან “უაით ჰართ ლეინზე” 10 სეზონი გაატარა და “ტოტენჰემის” რიგებში 337 შეხვედრაში იასპარეზა. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების შემადგენლობაში ბლენჩფლაუერმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, დენი ბლენჩფლაუერი ჟურნალისტურ მოღვაწეობას მისდევდა. ალცჰეიმერის დაავადებით, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.