ფეხბურთი

14:10 | 8.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "იუვენტუსმა" წააგო მატჩი, რომელშიც კარგად ითამაშა"

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ "ლაციოსთან" წაგებული სერია A-ს მე-15 ტურის მატჩის წაგების შემდეგ განაცხადა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს გაშვებულმა გოლმა თამაში შეცვალა.

"დიდებული პირველი ტაიმი ჩავატარეთ, მაგრამ საუბედუროდ ბოლო წუთებზე გოლი გავუშვით. ამ გოლმა დიდი გავლენა იქონია მატჩზე და საბოლოოდ წავაგეთ ის შეხვედრა, რომელშიც გუნდმა კარგად ითამაშა. კუადრადოსთვის წითელი ბარათის მიცემა ზედმეტი იყო, ყვითელ ბარათს კი ნამდვილად იმსახურებდა." - ციტირებს ჯანლუკა დი მარციოს ვებგვერდი სარის სიტყვებს.

"იუვენტუსი" 15 ტურის შემდეგ 36 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან "ინტერს" ორი ქულით ჩამორჩება. "ლაციომ" კი ზედიზედ მერვე შეხვედრა მოიგო, 33 ქულა აქვს და "ბიანკონერს" სამი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110831