კალათბურთი

11:46 | 8.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის უქულო შეხვედრა, "დალასმა" "ნიუ ორლეანი" გაანადგურა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.


გოგა ბითაძის "ინდიანამ" გასვლაზე "ნიუ იორკი" 104:103 დაამაცხა. ბითაძემ პარკეტზე ცხრა წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს მხოლოდ ორი მოხსნა შესძინა. გოგას პარკეტზე ყოფნის დროს გუნდმა 7 ქულით წააგო, რაც ინდიანაპოლისელების რიგებში ყველაზე ცუდი შედეგია. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას მატჩის ბოლო წამზე "ინდიანა" 104:102 იგებდა, რა დროსაც "ნიუ იორკის" კალათბურთელმა რანდლემ ორი საჯარიმო სროლიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა და გუნდს ოვერტაიმში გადასვლის შანსი დააკარგნა. 25-25 ქულით მარკუს მორისი და უორენი გამოირჩნენ. საბონისმა 19 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა.
"დალასმა" "ნიუ ორლეანი" 130:84 გაანადგურა. ტეხასელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს. დონჩიჩმა 26 ქულა ჩააგდო. მარიანოვიჩს 15 ქულა და 16 მოხსნა ჰქონდა. "დალასი" 16 მოგებით და 6 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.
"ჰიუსტონმა" შინ "ფინიქსს" 115:109 აჯობა. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 37:21 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა დევინ ბუკერმა ჩააგდო. ჯეიმს ჰარდენს 34 ქულა ჰქონდა.


"დალასი" - "ნიუ ორლეანი" 130:84 (31:28, 33:24, 40:14, 26:18)

https://www.youtube.com/watch?v=YANCI7eDtq0

"ნიუ იორკი" - "ინდიანა" 103:104 (27:32, 33:34, 21:23, 22:15)
https://www.youtube.com/watch?v=qAh4V6euIbU

"ფილადელფია" - "კავალიერსი" 141:94 (36:18, 41:18, 31:26, 33:32)

https://www.youtube.com/watch?v=YlLKkWtOy3k

"ჰიუსტონი" - "ფინიქსი" 115:109 (23:31, 37:21, 23:26, 32:31)

https://www.youtube.com/watch?v=-rhzuAko-cs

"იუტა" - "მემფისი" 126:112 (32:36, 37:18, 28:30, 29:28)

https://www.youtube.com/watch?v=2c4b4tjSlbo

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.109553