"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ულე გუნარ სულშერმა "მანჩესტერ სიტისთან" მოგებული (2:1) პრემიერლიგის მე-16 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი შეტევების დროს ძალიან სახიფათო იყო და ამას "იუნაიტედი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან ახერხებდა.
"ეს მატჩი გვემახსოვრება - მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან თამაშის დროს, როდესაც ბურთს ვიჭერდით და შეტევაზე გადავდიოდით ძალიან სახიფათოდ გამოვიყურებოდით. "სიტი" წარმოუდგენელი გუნდია და ჩვენ კი ამ გუნდთან შეტევაში და დაცვაში კარგად ვითამაშეთ. მეტოქეს შეუძლია თამაში მოკლას, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით." - განუცხადა BBC Sports-ს სულშერმა.
აღნიშნული მატჩის მოგების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" 24 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე დროებით გადავიდა. ჩემპიონტა ლიგის ზონაში მყოფ "ჩელსის" "წითელი ეშმაკები" ხუთი ქულით ჩამორჩებიან, პირველადგილოსან "ლივერპულს" კი - 22 ქულით.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესეც კაი იღბალაა
ყოჩაღ
მართალი ყოფილა ჟოზე. ეს მანჩესტერი ძლიერებს გაცილებით კარგად ეთამაშება, ვიდრე ნაყარ-ნუყარებს.
ეს სულშერის სისტემური პრობლემაა.დაბალი ბლოკით ურჩევნია თამაში+პოგბას არ ყოფნა და მოედნის ცენტრში არაა ბურთის დამჭერი
ეს ევერტონი ხო, 3 თამაში ზედიზედ წააგეს და ჩელსისთან გაიგიჟა თავი მაინცდამაინც, ვესტ ჰემს 8-9 თამაში არ მოეგო და ჩელსის მოუგო მაგანაც, ყველას ჩელსიზე როგორ უდგ*ბა ხოლმე :დ
5 ქულით მიუახლოვდა მაგანაც არ გადაასწროს ჩელსის რას ამბობ :დ