ფეხბურთი

3:13 | 8.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ რონალდუს გადაასწრო და ლა ლიგის რეკორდი დაამყარა

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრო. საქმე ეხება ლა ლიგას ეგიდით შესრულებულ ჰეთ-თრიქებს.

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა „მალიორკას“ (5:2) რბევაში დიდი წვლილი შეიტანა, სამი გოლი გაიტანა და ესპანეთის ჩემპიონატში 35-ე ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

ამრიგად, კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრო, რომლის ანგარიშზე 34 ლა ლიგური ჰეთ-თრიქი დარჩა. ცნობისთვის, მესიმ „მალიორკასთან“ მატჩის წინ გულშემატკივრებს რამდენიმე დღის წინ მოპოვებული მეექვსე „ოქროს ბურთიც“ წარუდგინა.

0.131726