ფეხბურთი

1:53 | 8.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ მაყურებელს „ოქროს ბურთი“ აჩვენა და მატჩის გმირი გახდა

ისე მოხდა, რომ პრიმერას მე-16 ტურის მეორე სათამაშო დღეს, ლიდერები აუტსაიდერებს ხვდებოდნენ.

დღის ადრეულ შეხვედრაში, მადრიდის „რეალი“ „ესპანიოლს“ მასპინძლობდა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ამბობენ: ერთმა გუნდმა მეორეს კლასის ხარჯზე მოუგოო. „ესპანიოლის“ ამჟამინდელი მდგომარეობა და ფორმა, უკეთესის ხილვის სურვილს გვიტოვებს. გუნდი ცხრილის ფსკერზეა და თამაშითაც დიდად არ ეტყობა, რომ იქიდან ამოძრომას ცდილობდეს.

სასწაული არ მოხდა. მადრიდელები მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდნენ სადავეებს. თანაც, დიდადაც არ იტვირთებოდნენ. მშვიდად, ზომიერად ირჯებოდნენ.

ეგ არის, ვინისიუსი და როდრიგო აფეთქდებოდნენ ხოლმე პერიოდულად ფლანგებზე, თუმცა ამას სარგებელი ნაკლებად მოჰქონდა.

„რეალმა“ თითო ტაიმში თითო ბურთი გაიტანა. ჯერ ვარანმა გამოიჩინა თავი, შემდეგ ბენზემამ.

საინტერესო გამოდგა ვალენსიური დერბი, „ლევანტე“ – „ვალენსიას“ დაპირისპირებაც. მასპინძელმა როხერ ლუის მორალესმა, ჯერ დუბლი შეასრულა, შემდეგ კი საკლუთარ კარში გაიტანა. დუბლი მიითვალა სტუმარმა კევინ გამეირომაც. ჯამში „ვალენსიამ“ 4:2 გაიმარჯვა.

ტურის გვიან მატჩში კი“ბარსელონამ“ „მალიორკა“ 5:2 გაანადგურა.

შეხვედრის დაწყებამდე ლეო მესიმ მაყურებელს თავისი მეექვსე „ოქროს ბურთი“ წარუდგინა, შემდეგ კი მატჩის გმირი გახდა - სამი ერთმანეთზე ლამაზი ბურთი გაიტანა.

ეფექტური იყო კატალონიელთა დანარჩენი ორი გოლიც. სტუმართა რბევას სათავე ანტუან გრიზმანმა დაუდო, როცა მეკარე ტერ შტეგენის გამოზომილი პასის შემდეგ, ოპონენტ მეკარესთან პირისპირ დარჩა. ბოლოს კი ლუის სუარესმა შეაგდო ქუსლით.

„ბარსელონა“ ლიდერია, მაგრამ „რეალს“ მხოლოდ ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით უსწრებს.

ესპანეთი

პრიმერა. მე-16 ტური. 7 დეკემბერი

რეალი - ესპანიოლი 2:0

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 64 125

1:0 ვარანი (37), 2:0 ბენზემა (79)

რეალი: კურტუა, მენდი, რამოსი, ვარანი, კარვახალი, კროოსი (მოდრიჩი 71), კაზემირო, ვალვერდე, ვინისიუსი (მილიტაო 85), როდრიგო (დიასი 85), ბენზემა

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ესპანიოლი: დიეგო ლოპესი, კალერო, ბერნარდო, დავიდ ლოპესი, როკა, დიდაკი, დარდერი, გრანერო (ლოსანო 73), გომესი, კალიერი (მელენდო 83), ლეი

მწვრთნელი: პაბლო მაჩინი

მსაჯი: ხაიმე ლატრე

გაფრთხილება: ვინისიუსი (17), მენდი (83), ვალვერდე (74); გრანერო (15), კალერო (61), დარდერი (90+1)

გაძევება: მენდი (83)

ბარსელონა -მალიორკა 5:2

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 71 072

1:0 გრიზმანი (7), 2:0 მესი (17), 2:1 ბუდიმირი (35), 3:1 მესი (41), 4:1 სუარესი (43), 4:2 ბუდიმირი (64), 5:2 მესი (83)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო, პიკე, ლანგლე, ფირპო, ბუსკეტსი, დე იონგი (ვიდალი 64), რაკიტიჩი (ალენია 72), მესი, სუარესი, გრიზმანი (პერესი 85)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მალიორკა: რეინა, სასტრე, ვალიენტი, რაილიო, გამესი, როდრიგესი, სევილია (ერნანდესი 59), ბაბა (სენე 71), ფებასი, კუბო, ბუდიმირი (პრატსი 85)

მწვრთნელი: ვისენტე მორენო

მსაჯი: ხოსე მონტერო

გაფრთხილება: რობერტო (8), პიკე (67), ვიდალი (79)

გრანადა - ალავესი 3:0

1:0 ფერნანდესი (48), 2:0 სოლდადო (58 პენ), 3:0 ერერა (77)

გაძევება: ვაკასო (67), ლაგუაედია (90+1) - ორივე ალავესი

ლევანტე - ვალენსია 2:4

1:0, 2:0 როხერი (11, 20 პენ), 2:1 როხერი (45+3 საკ. კარში), 2:2, 2:3 გამეირო (57, 59), 2:4 ტორესი 88)

გაძევება: ფალკონი (74, ლევანტე)

6 დეკემბერი

ვილიარეალი - ატლეტიკო 0:0

0.109631