ფეხბურთი

23:51 | 7.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა?

„სიტიმ“ მეოთხე მატჩი წააგო მიმდინარე პრემიერლიგაში და ლიდერ „ლივერპულს“ 14 ქულით ჩამორჩა. სეზონის დასასრულამდე ჯერ კიდევ შორსაა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ, მაინც. ეს ძალიან დიდი ჰანდიკაპია.

აქამდე სულშერის საუკეთესო წარმოდგენად გაზაფხულზე პარიზში მოგებული 3:1 ჩემპიონთა ლიგის მატჩი ითვლებოდა. ახლა კი, „ეტიჰადზე“ ჩატარებული პირველი ნახევარი საათი ალბათ დაჩრდილავს იმ ამბავს.

ამ 30 წუთში სტუმრები უკვე 2:0 იგებდნენ, თანაც ისე, რომ მასპინძელ „ქალაქელებს“ მომენტიც არ ჰქონათ. მეორე ნახევარში „სიტი“ მეტად მიაწვა, მაგრამ სულშერმა ისეთი „ავტობუსი“ ჩააყენა, მოურინიუ მონაგონი იყო.

დამთავრებამდე ხუთი წუთი რჩებოდა, როცა შეცვლაზე შესულმა ნიკოლას ოტამენდიმ ერთი ბურთი გაქვითა და ვითარება ისე დაიძაბა, თითქოს რაღაც იფეთქებსო. მაგრამ ეს არ იყო „სიტის“ დღე. მცდელობის მიუხედავად არაფერი გამოუვიდათ.

“ლივერპული“ აგრძელებს თავის საჩემპიონო რბოლას. შაბათს იურგენ კლოპის შეგირდებმა მე-15 მატჩი მოიგეს წლევანდელ პრემიერლიგაში.

„ბორნმუთს“ მერსისაიდელებმა კლასის ხარჯზე მოუგეს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ სტუმრები ნახევარი ძალით თამაშობდნენ და ოდნავ რომ მოემატებინათ სისწრაფისთვის, მასპინძელთაგან ქვა ქვაზე არ დარჩებოდა.

ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ანგარიში ჰენდერსონის ფანრასტიკური გადცემის შემდეგ გახსნა. ეს ოქსის პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე პრემიერლიგაში. მერე კეიტამ ასევე სალაჰის დიდებული პასის კვალად გამოიჩინა თავი. ესეც კეიტას სადებიუტო გოლი სეზონში. მესამე კი თავად ეგვიპტელმა შეაგდო.

წინა შეხვედრისგან განსხვავებით,კლოპმა ამჯერად შემადგენლობაში შვიდი ცვლილება განახორციელა. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახლოვდება და გერმანელი სპეციალისტი ბალანსისთვის როტაციას მიმართავს. მაგალითად, სადიო მანეზე თქვა, რომ სპეციალურად დაასვენა.

„ტოტენჰემმა“ ჟოზე მოურინიუს ხელმძღვანელობით პირველად გაიმარჯვა მშრალი ანგარიშით. „დეზებმა“ მართლაც კარგად ითამაშეს. განსაკუთრებით შეტევაში და ახალწვეული პორტუგალიელი სპეციალისტი ერთობ კმაყოფილი დატოვეს.

დუბლი მიითვალა ჰარი კეინმა. ახლა მას მიმდინარე სეზონში კლუბისა და ეროვნული გუნდის მაისურით, 26 მატჩი 25 გოლი მოუგროვდა.

განსაკუთრებით ლამაზი იყო კორეელი სონის გოლი, რომელიც შესანიშნავ დრიბლინგს მოჰყვა. მიმომხილველებმა ის მყის 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, დიეგო მარადონას ინგლისელთა კარში გატანილ გოლს შეადარეს.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-16 ტური. 7 დეკემბერი

ევერტონი - ჩელსი 3:1

ლივერპული. „გუდისონ პარკი.“ 39 114

1:0 რიშარლისონი (5), 2:0 კლევერტ-ლევინი (49), 2:1 კოვაჩიჩი (52), 3:1კლევერტ-ლევინი (84)

ევერტონი: პიკფორდი, ჰოლგეიტი, კინი, დინი (ბეინსი 82), სიდიბე, სიგურდსონი, უოლკოტი (ბერნარდი 86), აივობი, შნედერლენი, რიშარლისონი (დევისი 72), კლევერტ-ლევინი

მწვრთნელი: დანკან ფერგიუსონი

ჩელსი: კეპა, ზუმა, კრისტენსენი, ჯეიმსი (ბატშუაი 82), ასპილიკუეტა, პულიშიჩი, კანტე, ვილიანი (ჰადსონ-ოდოი 71), კოვაჩიჩი, მაუნტი, აბრაჰამი

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: დინი (30), რიშარლისონი (42), კალვერტ-ლევინი (68)

ბორნმუთი -ლივერპული 0:3

ბორნმუთი. „ვიტალიტი.“ 10 832

0:1ოქსლეიდ-ჩემბერლენი (35), 0:2 კეიტა (44), 0:3 სალაჰი (54)

ბორნმუთი: რემსდეილი, რიკო, აკე (სიმპსონი 35), მეფამი, ფრენსისი, ბილინგი (კუკი 59), ლერმა, დანჟუმა, ფრეიზერი, უილსონი (გოსლინგი 64), სოლანკე

მწვრთნელი: ედი ჰოუ

ლივერპული: ალისონი, გომესი, ლოვრენი (ალექსანდერ-არნოლდი 40), ვან დეიკი, რობერტსონი (ჯონსი 76), მილნერი, ჰენდერსონი, კეიტა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (შაჩირი 87), სალაჰი, ფირმინო

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: გომესი (39)

ტოტენჰემი - ბარნლი 5:0

ლონდონი. „ტოტენჰემ სთედიუმი.“ 58 401.

1:0 კეინი (4), 2:0 მოურა (9), 3:0 სონი (32), 4:0 კეინი (54), 5:0 სისოკო (74)

ტოტენჰემი: გასანიგა, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, სანჩესი, ორიე (სკიპი 80), სონი, დაიერი, სისოკო, ალი (პეროტი 85), მოურა (სესენონი 75), კეინი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

ბარნლი: პოუპი, ლოუტონი, ტარკოვსკი, მი, პიტერსი, კორკი, მაკნილი, ბრედი (ლენონი 71), ჰენდრიკი, ვუდი (ვიდრა 65), როდრიგესი

მწვრთნელი: შონ დაიჩი

მსაჯი: კევინ ფრენდი

გაფრთხილება: დაიერი (73); ლოუტონი (22)

სიტი - მანჩესტერი 1:2

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“ 54 403

0:1 რაშფორდი (23 პენ), 0:2 მარსიალი (29), 1:2 ოტამენდი (85)

სიტი: ედერსონი, უოკერი, სტოუნზი (ოტამენდი 59), ფერნანდინიო, ანხელინიო, როდრი (გიუნდოგანი 86), დავიდ სილვა, დე ბრუინი, ბერნარდუ სილვა (მაჰრეზი 65), სტერლინგი, ჟეზუსი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ (იანგი 89), მაკტომინეი, ფრედი, ჯეიმსი, ლინგარდი (ტუანზებე 89), რაშფორდი, მარსიალი (პერეირა 74)

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: ბერნარდუ სილვა (22), დე ბრუინი (79), უოკერი (90+4); დე ხეა (54), პერეირა (74)

უოტფორდი - კრისტალ პალასი 0:0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.169571