კალათბურთი

0:25 | 8.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინმა იფრინა!

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-12 ტურში ბრწყინვალე თამაში ჩაატარა გიორგი შერმადინმა. ჩვენებურის უპირობო ლიდერობით კი „იბეროსტარ ტენერიფემ“ საკუთარ დარბაზში „მურსიას“ 85:78 აჯობა და მორიგი გამარჯვება მიითვალა.

შერმადინმა 30:16 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი შესძინა საკუთარ გუნდს. გიორგიმ შეტევაში პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშა, რადგან 9-დან 8 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 38 შეადგინა და ეს შედეგი არაა გამორიცხული ტურის MVP-ბისთვისაც საკმარისი გამოდგეს.

ისიც ვთქვათ, რომ ქართველი ცენტრი ორივე გუნდის რიგებში სარგებლიანობის კოეფიციენტითთან (38) ერთად მოპოვებული ქულებითაც (25) საუკეთესო იყო.

შერმადინი მართლაც გადასარევ ფორმაშია და ჩინებულ სეზონს ატარებს. დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა, რომ „იბეროსტარ ტენერიფე“ მეექვსე ადგილზეა (7 გამარჯვება, 5 მარცხი). მომდევნო მატჩს კი, გიორგის ყოფილ გუნდ „მორაბანკ ანდორასთან“ 14 დეკემბერს სტუმრად ჩაატარებს.

0.156176