ფეხბურთი

23:26 | 7.12.2019 | ნანახია NaN - ჯერ

-7 და მეშვიდე ადგილი - "ბაიერნი" კრიზისშია

გერმანიის ბუნდესლიგაში მიუნხენის „ბაიერნის“ საქმეები უკან-უკან მიდის. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა მიჯრით მეორე მარცხი განიცადა და „ლევერკუზენთან“ შინ წაგების შემდეგ გათამაშების ლიდერ „გლადბახთანაც“ ვერ მოახერხა რეაბილიტირება.

უგოლო ტაიმის შემდეგ სტუმრები ივან პერიშიჩმა კი დააწინაურა, მაგრამ დღეს რამი ბენსაბაინის დღე იყო, რომელმაც მანუელ ნოიერის კარი ორჯერ აიღო, მათ შორის მეორედ მსაჯის კომპენსირებულ დროში და „ბორუსიამ“ 31 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა. „ბაიერნს“ კი 7 ქულით მოშორდა. დიახ, ლიდერთან ჩამორჩენა „რეკორდმაისტერისთვის“ უკვე 7 ქულაა და მე-7 ადგილზეა. მიუნხენურმა გიგანტმა 14 ტურში მოასწრო 4 მატჩის წაგება, რაც ცხადია, მისთვის კატასტროფული მაჩვენებელია.

„გლადბახს“ კი კვალში „ლაიფციგი“ უდგას, რომელმაც იულიან ნაგელსმანის ყოფილი გუნდი „ჰოფენჰაიმი“ მეტისმეტად ადვილად, 3:1 დაჯაბნა, 30 ქულას მოუყარა თავი და ლიდერს უტევს.

დღე ლევერკუზენში, „ბაიერისა“ და „შალკეს“ მეტად პრინციპული დუელით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა ბრძოლაში 2:1 მოიგეს. შედეგად, „ხუმარებმა“ ოთხეულში ადგილი შეინარჩუნეს, მაგრამ ვითარება გაიუარესეს, ხოლო „ფარმაცევტებმა“ „ბაიერნს“ გაასწრეს.

მორიგი გამარჯვება იზეიმა „ფრაიბურგმა“, რომელმაც „ვოლფსბურგს“ გვიანი გოლით აჯობა და „შალკესთან“ ერთად მეოთხე ადგილს იყოფს. და ბოლოს ლუსიენ ფავრის „დორტმუნდი“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი ტურის წინ „დიუსელდორფთან“ ივარჯიშა და 5:0 გაანდგურა. „ყვითლებმა“ ამ გამარჯვებით ორი ადგილით წინ წაიწიეს და ახლა მესამე პოზიციას ამაგრებენ.

„დორტმუნდი“ – „დიუსელდორფი“ 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 როისი (42), 2:0 აზარი(58), 3:0 სანჩო (63), 4:0 როისი (69), 5:0 სანჩო (74)

„გლადბახი“ – „ბაიერნი“ 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 პერიშიჩი (49), 1:1 ბენსაბაინი (60), 2:1 ბენსაბაინი (90, პენ)

„აუგსბურგი“ – „მაინცი“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 ოზტუნალი (15), 1:1 რიჩტერი (41), 2:1 ნიდერლეხნერი (65, პენ)

„ლაიფციგი“ – „ჰოფენჰაიმი“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვერნერი (11), 2:0 ვერნერი (52, პენ), 3:0 ზაბიცერი (83), 3:1 ბიჩაკჩიჩი (89)

„ფრაიბურგი“ – „ვოლფსბურგი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 შმიდი (85)

„ლევერკუზენი“ – „შალკე“ 2:1 (1:0)

გოლი: 1:0 ალარიო (15), 2:0 ალარიო(81), 2:1 რამანი (82)

თეგებიბუნდესლიგა

კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:20 | 16.02.2017
tomuri (1422)

რატომ არ იქვენე ამ ქიმაძეს ნაკრებში აა? ასეთი სწრაფი ნახევარმცველი არ არის ნაკრებში, მაგარი სისწრაფე აქვს ამ ბიჭს

22:43 | 15.02.2017
ბაგი-რეი (2264)

ყველა სპორტში ციფრები წყვეტს ყველაფერს. ევროპალიგას მინიმუმ 10 მილიონიანი გუნდი დადებს.
ნორმალური ფეხბურთელის მოყვანის ფული კიდე ტორპედოს არ აქ.

ბარნსლს ვგულშემატკივრობ. 9 მილიონიანი გუნდი ყავს და ექვსეულში უნდა შესვლა ჩემპიონლიგაში.
რომელი გუნდი მიედრება ბბრძოლისუნარიანობით მაინც, თუ კლასით არა. ცენტრფორვარდების პრობლემაა მთელ საქართველოში. მილიონად შეფასებული ფეხბურთელი ენატრება ქართულ ჩემპიონატს.

გუნდის მფლობელები კიკუს მაგონებენ. მარა კიკუმ რაღაც მაინც გასცა და ამათ ხელიდან ვერაფერს გააგდებინებ.

22:38 | 15.02.2017
სანდრო მელუა (438)

Madloba Qutaisi!!!kai mayuti movige am sleebs 0:1 merec ar egonat movigebdit da mec vgruze da vgruze bolo wutebshi Torpedos karshi videqi da dagewerat mainc

22:37 | 15.02.2017
fc dila gori (404)

korben dallas ქვედა ლიგის გუნდს რომ მოუგებ და წარმატებაა

11:04 | 16.02.2017
BEERTRANCE (97819)

ვიღაცას მაინც ვუგებთ ეგეც საქმეა DDDDDDDDDDDDDDDD

22:50 | 15.02.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

უბრალოდ მესიამოვნა რა, რუსული კლუბია მაინც DDDDDDDDD სხვათაშორის მოსკოვის დინამო არასოდეს გავარდნილა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან.

22:26 | 15.02.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

ვაა, ძალიან სასიამოვნოა. მიუხედავად იმისა რომ ამხანაგური მატჩების არ მჯერა DDDDDDDD
პოგრებნიაკი, შუნინი რუსეთის ნაკრებში იყვნენ ერთ დროს. კიდევ რამდენიმე გვარი მეცნო.

21:41 | 15.02.2017
fc dila gori (404)

დინამო მოსკოვი რომელი ადგილზეა პრემიერ ლიგაში ?

22:27 | 15.02.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

ქვედა ლიგაშია, თან ლიდერობს

21:28 | 15.02.2017
mushni (93569)

კარგია ჩემო ქალაქო--იედია უეფაზე ვუტყვით სიტყვას და გავხარებთ საქართველოს

21:17 | 15.02.2017
charli (558)

ვულოცავ ტორპედოს.
დინამოს შემადგენლობამ გამაოცა. დინამო: ლეშუკი, უილკშირი, კალუგინი, დიაკოვი, ბელორუკოვი, სარამუტინი, სოსნინი, კუზმინი, ტაშაევი, მარკელოვი, პოგრებნიაკი

ამდენი ცნობილი ხალხი ერთად, იშვიათად. DD

21:28 | 15.02.2017
mushni (93569)

აბა

0.225633