კვიპროსის ჩემპიონატში ჩინებულად ასპარეზობას აგრძელებს თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“, რომელმაც მორიგი გამარჯვება საკუთარ მოედანზე ლიმასოლის „აელთან“ მოიპოვა - 2:0.
ოთხივე ქართველი, გიორგი ლორია, ნიკა კაჭარავა, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, სამმა მათგანმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კაჭარავა მინდორზე 82-ე წუთამდე იმყოფებოდა.
ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და ერთი ნიკას ანგარიშზეა. ქართველმა ფორვარდმა 38-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილის დაწყებული შეტევა ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კაჭარავამ კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა. სხვათა შორის, 25 წლის თავდამსხმელი გიორგი ლორიასთან ერთად ერთი მატჩის გამოტოვების შემდეგ დაუბრუნდა ძირითად შემადგენლობას, რადგან წინა ტურში ქეცბაიამ ორივე უდისციპლინობის გამო დასაჯა და არ ათამაშა.
„ანორთოსისს“ 11 მატჩში 27 ქულა აქვს მოპოვებული, დაუმარცხებელია (8 მოგება, 3 ფრე) და სატურნირო ცხრილის ლიდერია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კლასია.
ქეცბაიას 5 თითივით ესმის კვიპროსული ფეხბურთი, ფაქტია. ანორთოსისი ბოლო წლებში სამეულშიც ვერ ხვდებოდა, წელს ჩემპიონობაზეც გაიწევს. აპოელთან შეხვედრა ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.
ასეთი ამბებია--ჩაკვეტაძე გამოიყვანეს 76 წუთზე და ძალიან კარგად ჩაერთო ! 2 წუთში მაგარი დაარტყა კარში მიდიოდაბურტი მაგრამ მცველს მოხვდა და კუთხურზე გავიდა მერეც კარგად თამაშობდა პასებს ანაწილებდა და ბოლო წუთზე 2 მცველს გაცდა მეორე მოსვა ტ...კზე და იმან ძირს დაცემულმა ხელით გააჩერა ბურთი მაგრამ პენალი არ დანიშნეს მოკლედ მაგარ ფორმაშია ჩაკვე !!! ქვილითაია 86 ზე გამოიყვანეს და ისიც კარგად ჩაერთო 1-2 ჯერ გაამწვავა
გამოვიდა ჩაკვეტაძე და აფეთქდა სტადიონიი ისეთი ოვაციები მოუწყვეეს !!!
ქეცბაიასთან არ მივიდა და არც იმან მიულოცა ეტყუბა გაბუტულები არიან DD
მადლობა, ქეცბო