"უოტფორდს" სეზონის ბოლომდე ინგლისელი მწვრთნელი ნაიჯელ პირსონი უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
"უოტფორდმა" წარუმატებელი თამაშის გამო კიკე სანჩეს ფლორესი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა და ახლა გუნდს ჰეიდენ მულინსი ხელმძღვანელობს. პირსონი ბოლოს ბელგიურ გუნდ "ლიუვენს" თავკაცობდა, მანამდე კი ისეთ კლუბებში უმუშავია, როგორებიცაა "ლესტერი", "საუთჰემპტონი" და "ნიუკასლი".
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თავიდანვე მომეწონა მიქაუტაძე მე პირადად..ნაკრებში ამ პოზიციაზე ესაა, ზივზივაძე და ვოლკოვი. მე ვფიქრობ ორივეს ჯობია. იტალიაში თუ გადავა ძალიან კარგი, უნდა მოსცილდეს ფრანგულ-ბელგიურ ფეხბურთს.