ფეხბურთი

17:57 | 7.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბარიალესი: "რონალდუ პრიმადონაა, "იუვენტუსი" კი გუნდი"

ცნობილი ესპანელი მოდელი და ერთი ხანობა „იუვენტუსის“ ოფიციალური ტელევიზიის სახე, ლაურა ბარიალესი კრიშტიანუ რონალდუს აკრიტიკებს. ლაურას აზრით, პორტუგალიელი „იუვენტუსის“ სტილს არ შესაბამება, რადგან მას კოლექტიური თამაში არ ხიბლავს.

„რონალდუს თამაშებს „რეალშიც“ ვუყურებდი და განსხვავებულია. გამიხარდა, როდესაც „იუვეში“ გადმოვიდა, მაგრამ მაშინვე მქონდა კითხვები, არ ვიცოდი, რა უნდა გაეკეთებინა ჩვენი გუნდისთვის?

რონალდუ პრიმადონაა, ხოლო „იუვენტუსი“ გუნდი. საჯარიმოში ყველა ბურთი მასთან არ მიდის, რომ გოლები მხოლოდ მან გაიტანოს. რონალდუ არაა „იუვენტუსისთვის შესაფერისი ფეხბურთელი, მე უფრო დიბალა მომწონს და ვფიქრობ, კრიშტიანუზე უფრო დიდი თუ არა, არანაკლები ფეხბურთის თამაში და კარიერის აწყობა შეუძლია“, - თქვა ლაურამ.

აქვე გეტყვით, რომ ბარიალესი უკვე დიდი ხანია იტალიაში ბინადრობს და "იუვენტუსის" გამორჩეული ქომაგია.

0.111013