ფეხბურთი

17:30 | 7.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ: "მეშინია დღის, როდესაც მესი კარიერას დაასრულებს"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუს აშინებს დღე, როდესაც ლიონელ მესი კარიერას დაასრულებს. Radio Catalunya-სთან საუბარში ბართომეუმ აღნიშნა, რომ არგენტინელთან ახალი კონტრაქტი გაფორმდება, მაგრამ ის დღეც დადგება, როდესაც ფეხბურთიდან წავა.

„მეშინია იმ დღის, როდესაც მესი კარიერას დაასრულებს. მინდა მან ხელი კიდევ ერთ კონტრაქტს მოაწეროს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეუძლია „ბარსელონას“ დახმარება და პრობლემა არ აქვს, რომ მისი გზა ისევ ამ გუნდში გააგრძელოს. ეჭვი არ მეპარება, რომ კარიერას აქ დაასრულებს, უბრალოდ თავად აირჩევს როდის მოხდება ეს. ლეო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ერთ დღეს კარიერას დაასრულებს. მანამდე ჩვენ კონტრაქტს გავახანგრძლივებთ.

ვალვერდე? ამ გუნდის მწვრთნელობის პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია. აქ ერთადერთი ვარიანტია: მოიგო ყველაფერი, თუ არადა, მაშინ კარგი სეზონი არაა. კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, მაგრამ გაზაფხულზე არსებობს ვარიანტი, რომ გადაწყვეტილება მიიღოს თანამშრომლობის დასრულების შესახებ. ეს პუნქტი ჩვენ ყველა მწვრთნელთან გვქონდა და ასეა ახლაც. გადაწყვეტილებას თავად მიიღებს ან ჩვენ. სამი წელი შესაძლოა საკმარისი იყოს ჩვენი ურთიერთობისთვის და გადაწყვეტილება ერთად უნდა მივიღოთ“, - თქვა ბართომეუმ.

შეგახსენებთ, რომ მესის „ბარსელონასთან“ მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მოსალოდნელია, რომ ახალი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის განმავლობაში გაფორმდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115672