ფეხბურთი

16:33 | 7.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის სტადიონს საქართველოს პრემიერმინისტრი ესტუმრა
სტადიონის მშენებლობის ტემპი გათქმულ ვადებს უსწრებს

ბათუმში შნებარე სტადიონს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ესტუმრა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

გახარიასთან ერთად სტადიონზე აჭარის მთავრობის თავჯდომარე და სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც იმყოფებოდნენ. სტუმრებს სტადიონის დირექტორმა ჯაბა სურმანიძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

საინტერესოა, რომ მშენებლობის ტემპი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებს უსწრებს და სტადიონის გახსნა გეგმამდე რამდენიმე თვით ადრე იგეგმება.

ბათუმის ახალ არენაზე უკვე დაწყებულია სკამების მონტაჟი და მინდვრის საფარის დაგების სამუშაოები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144229