ფეხბურთი

15:20 | 7.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარჩელო ლიპი: "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის სუპერ ფავორიტებშია"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ „ლაციო" - "იუვენტუსის" მატჩის შესახებ ისაუბრა და რომაული გუნდის მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი შეაქო. გარდა ამისა, ლიპიმ განაცხადა, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე მთავარ ფავორიტებშია და ამ სეზონში ტურნირის მოგება შეუძლია.

„სიმონე ინძაგი კარგი მწვრთნელია, ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. ის ნამდვილად შეძლებს „იუვენტუსის“ სუსტი წერტილების იდენტიფიცირებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, ასეთი არ არსებობს. ყველა შემთხვევაში „ლაციოს“ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს და ძალიან კარგად თამაშობს.

რონალდუ? არანაირი შემთხვევა არაა. მე ბევრი ჩემპიონი გამიწვრთნია, ჩემპიონები ჭკვიანი ადამიანები არიან, ისინი გადამწყვეტი არიან, როგორც მოედანზე, ის მის ფარგლებს მიღმა. კრიშტიანუ რონალდუც ერთ-ერთი მათგანია. არავის მოსწონს შეცვლა? ფეხბურთელმა ეს უნდა გააცნობიეროს და მწვრთნელს არ უნდა ეჩხუბოს. იმ მომენტში რეალურად თავდასხმას მხოლოდ თანაგუნდელზე ანხორციელებს, რომელსაც ასევე უნდა თამაში. ეს არის უსამართლო და არასწორი სახის ქცევა. რონალდუმ უნდა გააცნობიეროს, რომ ჯერ გუნდია და შემდეგ მისი ლიდერობის ეგო. "იუვენტუსს" შეუძლია ჩემპიონთა ლიგა კრიშტიანუს გარეშე მოიგოს, რონალდუ კი გუნდის გარეშე ვერაფერს მოიგებს.

ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად „იუვენტუსს“ ჩემპიონატი აფერხებს? აბსოლუტურად არა. საუკეთესო გზა გამარჯვებით პასუხია. არ შეიძლება რომელიმე ტურნირის პრივილეგირება. ყველაფრის მოსაგებად უნდა იბრძოდე. წელს ჩემპიონთა ლიგაზე „იუვეს“ შანსს ოპტიმისტურად ვუყურებ, რადგან ჩემი აზრით, „იუვენტუსი“ ტურნირის სუპერ ფავორიტებს შორისაა“, - თქვა ლიპიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიპიმ ცოტა ხნის წინ ჩინეთის ნაკრები დატოვა და ასეთი კომენტარი გააკეთა: "ძალიან დიდ ხელფასს მიხდიან, შედეგები კი შესაბამისი არაა. ამიტომ, მივდივარ, არ მინდა ვინმეს რამე მოვპარო". "ლაციოსა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება კი დღეს 23:45 საათიდან დაიწყება.

0.124095