ფეხბურთი

14:15 | 7.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "ბარსელონას" მოვალეობაა ყველა თამაში მოიგოს"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ „მალიორკასთან“ მატჩის წინ ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა დღევანდელი დაპირისპირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ამასთან, ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერთან“ შეხვედრაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ „ბარსელონა“ ვალდებულია ყველა თამაში მოიგოს.

„მალორკა“ ახალი გადმოსულია, რომელსაც სტუმრად პრობლემები აქვს, მაგრამ საკუთარ მოედანზე ძალიან ძლიერია. შიშის გარეშე თამაშობენ და ვფიქრობ, რომ იგივეს ჩვენს წინააღმდეგაც გააკეთებენ.

ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. „ლეგანესთან“ ცუდი თამაში გვქონდა, მაგრამ შემდეგ „დორტმუნდთან“ და „ატლეტიკოსთან“ მოვიგეთ. მხოლოდ ერთი შედეგი გვსურს, მორალურად უფრო მაღლა ავედით მადრიდში მოგების შემდეგ.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში მოტივაცია არ გვაქვს? გვინდა „ინტერთან“ ლამაზი თამაში ჩავატაროთ, ჩვენი მოვალეობა გამარჯვებაა, მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიცირებულნი ვართ. ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ გავა ჯგუფში მეორე ადგილზე, თუმცა, ახლა მთავარი „მალიორკასთან“ თამაშია.

ვიდალი? ვნახოთ რა მოხდება იანვრის სატრანსფერო პერიოდში, გაზეთებში ბევრს ლაპარაკობენ. ვიდალი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ბევრი ნახევარმცველი გვყავს და ყველა მნიშვნელოვანია. მესი? მე ვაცნობიერებ მესის დონეს, მაგრამ მესის ფოტოს ხილვა ექვს „ოქროს ბურთთან“ შთამბეჭდავი იყო“, - აღნიშნა ვალვერდემ.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ – „მალიორკას“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

0.163994