ფეხბურთი

12:50 | 7.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ზამთარში 150 მილიონს დახარჯავს

ლონდონის „ჩელსი“ იანვრის სატრანსფერო პერიოდში აქტიურობას გეგმავს და რამდენიმე ფეხბურთელს შეიძენს. მას შემდეგ, რაც ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლომ „არისტოკრატებს“ სატრანსფერო ბანი მოუხსნა, რომან აბრამოვიჩი ფრენკ ლამპარდს 150 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს.

ლამპარდი იანვარში გუნდს სურვილისამებრ დააკომპელქტებს, თუმცა, როგორც თავად ინგლისელმა განაცხადა, გადაწყვეტილებას მარტო არ მიიღებს და კონსულტაციებს ხელმძღვანელობასთანაც გაივლის.

The Telegraph-ის ცნობით, „ჩელსი“ იანვარში ჯეიდონ სანჩოს, მუსა დემბელეს, ვილფრიდ ზაჰას, ბენჯამენ ჩილველისა და ნათან აკეს შეძენას ეცდება.

შეგახსენებთ, ლონდონურ გუნდს ზაფხულში სანქციის გამო ტრანსფერების განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისად, შემადგენლობა მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებით შეავსო.

0.112565