4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით ხორვატის დედაქალაქი ზაგრები ფიგურულ ციგურაობაში იუნიორებისა და სენიორების კატეგორიებში " ჩელენჯერის სერიის" საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობენ მორის ყვითელაშვილი, ასევე ქართული სპორტული წყვილი ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა.
მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა სპორტულ წყვილებში , სადაც ქართველმა მოციგურავეებმა ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ თავიანთი სადებიუტო გამოსვლების ისტორიაში პირველად, 142 ,54 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს. მეორე და მესამე ადგილები ამერიკულმა წყვილებმა გაინაწილეს.