ფეხბურთი

21:21 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვილმოტსმა ირანის ნაკრები დატოვა

ბელგიელმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა ირანის ეროვნული ნაკრები დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია თავად მწვრთნელმა ტვიტერის გვერდის მეშვეობით გაავრცელა და აღნიშნა, რომ ირანის ფეხბურთის ფედერაციამ კონტრაქტის პირობები არ შეასრულა და უპატივცემულობის გამო ნაკრები დატოვა.

ვილმოტსმა ირანი 2019 წლის მაისში ჩაიბარა და მას შემდეგ მისმა გუნდმა ექვსი მატჩი ჩაატარა. აზიაში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე ირანმა ოთხ მატჩში ორი მოიგო და ორი წააგო და ჯგუფში 6 ქულით მესამე ადგილზეა. მარკი ირანამდე ბელგიის და კოტდივუარის ეროვნულ ნაკრებებში მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112448