ფეხბურთი

21:46 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ნიცამ" "ლაციოს" ფეხბურთელი ინათხოვრა

დანიის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი და რომის "ლაციოს" მცველი რიზა დურმისი "ნიცაში" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

რიზა დურმისი წარმოშობით ალბანელია. მცველი იტალიელებმა 2018 წელს "ბეტისიდან" დაიმატეს და გასულ სეზონში 19 მატჩი ჩაატარა. მიმდინარე სეზონში დურმისს ახალი მწვრთნელი სიმონე ინძაგის ხელმძღვანელობის პერიოდში არ უთამაშია და დანიის ნაკრებში დაბრუნების მიზნით ფეხბურთელმა კლუბის გამოცვლა გადაწყვიტა.

0.113806