ფეხბურთი

19:10 | 6.12.2019 | ნანახია 2227 - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე: "ოპერაცია ძალიან რთული იყო, მაგრამ უფრო ძლიერი დავბრუნდები"

ბელგიური „გენტის“ ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა. ჩვენებურის განცხადებით, ოპერაცია ძალიან რთული იყო, მაგრამ უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე აქამდე ყოფილა.

ამასთან, ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ ბელგიელთა მედიკოსმაც გააკეთა კომენტარი:

„სენტ ტრუიდენთან“ მატჩის დროს მუხლზე ტრავმა მიიღო. სამედიცინო პერსონალის წევრებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ისევ ეთამაშა. ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო? პატარა დაზიანებაც კი ყოველთვის იწვევს დისკუსიას, „ანდერლხეთან“ დაზიანების შემდეგ კი, სრული ბზარი დავინახეთ“, - თქვა „გენტის“ ექიმმა ლუკ ვანდენ ბოშხემ.

„ეს ჩემს კარიერაში პირველად მოხდა. ძალიან რთული იყო, მაგრამ ოპერაცია კიდევ უფრო რთული. თუმცა მოხარული ვარ, რომ ამ დროს „გენტმა“ ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, უფრო ძლიერი დავბრუნდები“, - თქვა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, გიორგის აპრილიდან მოყოლებული არ უთამაშია. „გენტის“ თავკაცის იეს თორუპის რამდენი დღის წინ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ჩვენებური მენტალურად და ფიზიკურად სათამაშოდ მზადაა და მალე განაცხადში შეიყვანს. თუმცა, „ზულტე ვარეგემთან“ უახლოესი მატჩის განაცხადში ჩვენებური არ იმყოფება.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:58 | 07.12.2019
lagashi (6738)

ერთი კაცი ყვებოდა, რუსებმა ბი პის ( ნავთობის მწარმოებელი ერთერთი მთავარი კომპანია) შეუკვეთეს ერთი დიდი პროექტი, უფრო სწორად სურდათ ბი პის შეესრულებინა რაღაც დიდი საქმე. ბი პიმ უარით გაისტუმრაო, გავიდა დრო და ბი პის მექსიკის ყურეში დაეღვარა ნავთობი და უზარმაზარი ზარალი ნახა.... იფიქრეს და მიხვდნენ დაბოღმილი რუსების ნახელავი იყო მაგრამ არაფერი დამამტკიცებელი საბუთი ჰქონდათ და ხმა ვერ ამოიღეს...,

07:58 | 07.12.2019
araza-1918 (6330)

საბა ჩანკვე მაგრა გვჭირდებიან

07:53 | 07.12.2019
araza-1918 (6330)

ლოკოს დირექტორი გადარუსებული კიკნაძე საბას მტერია

09:49 | 07.12.2019
lagashi (6738)

მტერმოყვარეობა არ იცის დიდმა ფულმა

03:19 | 07.12.2019
dinamo222 (8587)

ამასობაში გენტიდან კარგი ამბები მოდის--გალათასარაი უკვე სერიოზულად ელაპარაკება იარემჩუკის ყიდვაზე ზაფხულში გენტის მოთხოვილი ფული ეძვირათ და ეხლა გოლების გატანა რომ დაიწყო ძუნწმა მუსტაფებმა იკადრეს ჯიბეზე ხელის გაკვრა D თუ ეგ საქმე გაიჩარხა ამ დეკემრის ფაჯარაშივე წაიყვანენ და ქვილითაიასაც ტუზი დაეცემა და მთელი თამაში თუ არა (ალაჰმა უწყის რა მოუვა ტვინში იმ ჩემანალა თორუპს) ერთ ტაიმს მაინც აუცილებლად ითამაშებს და ჯერჯერობით ეგეც კარგია

02:57 | 07.12.2019
dinamo222 (8587)

მოიცა აკი 9 დეკემბერს იქნებაო ისევ გადადეს ? არადა ოქტომბრის დასაწყისში უნდა ოამაშოსო რომ ამბობდნენ ! თუმცა ჯაბდაბას ოღონდ აწი აღარ დაიმტვრეს და თუ უინდათ წელოს საერთოდ არ ათამაშონ D

23:37 | 06.12.2019
ogafa (10220)

ჩვენი იმედი, წარმატებები

23:31 | 06.12.2019
fidofido (3392)

იმ ვიღაც ჯუღელია თუ Yლუღელი აგენტობას რო იბრალებს. კვარაცხელია სად გატენა და საბას ხო დაუნგრია ტიპმა კარიერა. ეს არის ლოკოს შურისძიება კვირკველიაზე თორემ საბას ართამშს უკვე სხვა ახსნა აღარ აქვს. არანაირი სპორტული მიზეზი

09:48 | 07.12.2019
lagashi (6738)

აბა?!! მაგხელა დროს რასაც რუბინში აძლევენ კვარაცხელიას ლოკომოტივშიც აძლევდნენ უკვე..., რუბინი გასავარდნ ზონაშია და შეიძლება გავარდეს კიდეც და მერე რა ბედი ეწევა კონტრაქტით დაბმულ კვარაცხელიას, სად და რა ჭაობში ჩაიძირება მისი კარიერა ვინ იცის. აი ეს მოჰყვა მამამისის ხარბ მუცელს და იმ ჯუღელს, კაკრაზ რომ მგონია ლოკომოტივის განაწყენებული შეფობა ჯუღელს უფუჭებენ კლიენტს(კვირკველიას).

03:07 | 07.12.2019
dinamo222 (8587)

100%

22:50 | 06.12.2019
federer (17) (15576)

იმედია მალე დაგვიბრუნდება თორე ბელარუსა კიარა ბურუნდია ნაკრებსაც შეიძლება ვერ მოვუგოთ მის გარეშეე

03:12 | 07.12.2019
dinamo222 (8587)

არც მთლადც ეგრეა საქმე ღმერთმა დაგვიფაროს ასე მთლად ერთ ფეხბურთელზე ვიყოთ დამოკიდებული ჩაკვეტაძე კი არა მთლად მესიც რომ იყოს ! თანაც ამ ბოლო დროს ნელნელა თითქმის ყველა ჩადგა მწყობრში და იმედია მარტამდფე უფრო მოუმატებენ

23:35 | 06.12.2019
ogafa (10220)

+

21:52 | 06.12.2019
lagashi (6738)

მოსკოვის ლოკომოტივს კვლავ გაუტანეს და რა გამისწორდა
.., არ მჯეროდა მაგრამ უკვე ცხადია რომ.საბას მიზანმიმართულად აწვალებენ, აბა რა ჰქვია ასეთ ფარჩაკ დაცვას, მატჩი არ გადის რომ არ გაიდირკონ

03:08 | 07.12.2019
dinamo222 (8587)

4-0 გაანადგურეს D და რაც ყველაზე მაგარია ყველა გოლი დაცვის ცენტრიდან გათხარეს !

22:52 | 06.12.2019
federer (17) (15576)

ბუნებრივია რომ მაქ სპორტული ინტერესის გარდა სხვა რაღაცეებიც მონაწილეობს, თორე გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელი უცებ ღრმა სათადარიგოდ გადავარდეს მილიონში ერთხელ ხდება ან ეგეც არ ხდება.

03:06 | 07.12.2019
dinamo222 (8587)

100% აგენტის გამო უხდის სამაგიეროს სიომინი @ უნდა გაარკვიონ ვისაც ეხება რამდენი მაყუთი მოღუნა მოღუნა იმ ჯუღელმა კვარაცხელიას იმ გაჩარხულ კონტრაქტზე @ და ორივე თავის კლიენტი ფეხებზე დაიკიდა @ კვარაცხელიასთვისაც ჯობდა ლოკომოტივსი დარჩენილიყო

20:39 | 06.12.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

წარმატებები გიოს. მისი იმედი გვაქ უმეტესწილად მარტში დარწმუნებული ვარ საკლუბო კარიერაშიც არ დააგვიანებს წარმატება უახლოეს მომავალში მთავარია ტრავმები აღარ იყოს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125304
სარეკლამო ადგილი - 99
X x X