ფეხბურთი

17:49 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსმა „ლესტერთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა

„ლესტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა, კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა - გვამცნობს კლუბის ოფიციალური გვერდი.

„როცა აქ მოვდიოდი, რთულ სიტუაციაში ჩავარდნილი გუნდის გადარჩენა მინდოდა. ახლა კი სხვა გამოწვევები გაჩნდა. ახლა მინდა კარგი გუნდი ავაშენო სამომავლოდ. დიდი მადლობა გუნდის გულშემატკივრებს, რომლებმაც თბილად მიმიღეს, მენდნენ ჩემს თანაშემწეებთან ერთად. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა „ლესტერს“ ნათელი მომავალი ჰქონდეს.“ - უთხრა ჩრდილოირლანდიელმა სპეციალისტმა კლუბის პრესსამსახურს.

15 ტურის შემდეგ, „ლესტერი“ პრემიერლიგის ცხრილში 35 ქულით მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130923