ფეხბურთი

17:19 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ედინსონ კავანი "ატლეტიკოს" უახლოვდება

ედინსონ კავანისთვის მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო, რადგან „პარი სენ ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. უკვე გადაწყვეტილია, რომ ურუგვაელი საფრანგეთს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რადგან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისს ეწურება.

„ელ მატადორს“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უკავშირებენ. As-ის ინფორმაციით, „როხიბლანკო“ უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს და სამხრეთ ამერიკელიც თანახმაა ესპანეთში გადავიდეს.

არაა გამორიცხული, რომ ტრანსფერი იანვარში გაიჩარხოს, მაგრამ უფრო მოსალოდნელი ზაფხულშია, რადგან ასეთ შემთხვევაში დიეგო სიმეონეს გუნდი ფეხბურთელს ხელში უფასოდ ჩაიგდებს.

კავანი პსჟ-ში 2013 წლიდან თამაშობს და 195 გოლით კლუბის ისტორიაში საუკეთესო მეგოლეა. მიმდინარე სეზონში 32 წლის ფორვარდმა მხოლოდ 9 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 2 გოლი გაიტანა. კავანის სხვადასხვა პერიოდში „დანუბიოს“, „პალერმოსა“ და „ნაპოლის“ რიგებში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.115936