ფეხბურთი

16:43 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

პერესმა პოგბას ვან დე ბეეკი ამჯობინა

მადრიდის „რეალი“ ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველის, დონი ვან დე ბეეკის შეძენას აპირებს. De Telegraaf-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი ჰოლანდიელი ფეხბურთელის თამაშით მოხიბლულია და კონკრეტული წინადადებაც მზად აქვს.

„სამეფო კლუბის“ მეპატრონე მზადაა ვან დე ბეეკის სანაცვლოდ „აიაქსს“ 55 მილიონი ევრო გადაუხადოს. დონის „ტოტენჰემიც“ ეპატიჟება, თუმცა თავად ესპანურ გრანდში გადასვლა ურჩევნია.

აღსანიშნავია,რომ სხვაგვარად ფიქრობს ზინედინ ზიდანი. ფრანგს „რეალში“ თანამემამულის, პოლ პოგბას მიყვანა სურს, მაგრამ ჯერჯერობით პერესთან ვერ შეთანხმდა, რადგან ფლორენტინო მიიჩნევს, რომ „რეალისთვის“ უფრო სასარგებლო ვან დე ბეეკის ყიდვა იქნება.

ამიტომაც, ადგილობრივი ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ პერესი ზიდანს დაიყოლიებს და საბოლოო არჩევანიც ჰოლანდიელ ნახევარმცველზე გაკეთდება. ვან დე ბეეკი გასულ ზაფხულსაც ახლოს იყო „რეალთან“, მაგრამ მაშინ ტრანსფერი არ შედგა.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა „აიაქსის“ რიგებში 18 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.

0.116096