ფეხბურთი

13:21 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლესტერი“ როჯერსს ახალ კონტრაქტს უმზადებს

„ლესტერის“ ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ბრენდან როჯერსს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს უმზადებს - წერს The Telegraph.

ახლანდელი ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც ჩრდილოირლანდიელმა სპეციალისტმა 10 თვის წინ გააფორმა, წელიწადში ის 7 მილიონ ევროს იღებს. ახლა მისით „არსენალი“ დაინტერესებულა და სავარაუდოდ გაცილებით მეტ თანხას შეპირდება მას.

როჯერსი ძალიან წარმატებულად მუშაობს „ლესტერში“ და სავარაუდოდ მას სხვა კლუბებიც დაადგამენ თვალს.

15 ტურის შემდეგ, 35 ქულით, „მელიები“ პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზე არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119211