თამაშგარე

11:43 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიელთა რუსი რძალი - ეკატერინა

რუსი ლამაზმანი ეკატერინა დორუჟკო ბრაზილიელი შემტევის, ლუის ადრიანოს ცოლი და ბრაზილთა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რძალია. ბევრს ეგონა, რომ მას შემდეგ, რაც ევროპაში ბურთის გორება მოათავა და სამშობლოში დაბრუნდა, ლუისს ცოლი ბრაზილიაში არ გაჰყვებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად!

ეკატერინა ლუის ადრიანოს ლათინურ ამერიკაში საცხოვრებლად ტუსტუსით გაჰყვა და ახლა იქაურ ბომონდში ცდილობს თავის დამკვიდრებას, რაც საკმაოდ რთული საქმე გახლავთ თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ ბრაზილიას ლამაზმანმრავლობა მუდამ ამშვენებდა და ამ მხრივ კონკურენცია უზომოდ დიდია.

ეკატერინამ თავისი ქმარი მაშინ გაიცნო, როდესაც ადრიანო დონეცკის “შახტარში“ გამოდიოდა. დორუჟკო უკრაინაში გაზრდილი რუსი გახლავთ, რომელმაც 2016 წელს ბედი “მის რუსეთზეც“ სცადა და ოდენ მესამე ადგილს უწია. როგორც ჩანს ქმრისგან განსხვავებით იმედი აქვს, რომ ბრაზილიაში ევროპაზე უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევს.

0.146844