კალათბურთი

11:20 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„დენვერმა“ ნიუ იორკი“ გაანადგურა, „ჰიუსტონმა“ „ტორონტოს“ აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

„ტორონტო“ შინ „ჰიუსტონთან“ 109:119 დამარცხდა. ტეხასელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ, კანადელებმა მესამე პერიოდში მოახერხე წინ გასვლა თუმცა „ჰიუსტონმა“ უპირატესობა მალევე დაიბრუნა და გამარჯვება მოიპოვა. ჰარდენმა 23 ქულა ჩააგდო. უესტბრუკმა სამმაგი დუბლი შეასრულა 19 ქულა, 13 მოხსნა, 11 პასი. „ტორონტოში“ 24 ქულით პასკალ სიაკამი გამოირჩა.

„ნიუ იორკი“ საკუთარ დარბაზში „დენვერთან“ 92:129 განადგურდა. დენვერელებმა გუნდური კალათბურთი ითამაშეს, რვა კალათბურთელმა მინიმუმ 10 და მეტი ქულა ჩააგდეს, მათ შორის ყველაზე მეტი 17 ქულა ბარტონმა მიითვალა. „დენვერი“ 14 მოგებით და 5 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

„ვაშინგტონი“ – „ფილადელფია“ 119:113 (25:33, 40:22, 26:26, 28:32)

https://www.youtube.com/watch?v=danm_kYKw8s

„ნიუ იორკი“ – „დენვერი“ 92:129 (27:33, 18:34, 30:31, 17:31)

https://www.youtube.com/watch?v=QGGDCeeU4cA

„ტორონტო“ – „ჰიუსტონი“ 109:119 (28:34, 27:29, 33:31, 21:25)

https://www.youtube.com/watch?v=jgQeqfhYxWc

„ნიუ ორლეანი“ – „ფინიქსი“ 132:139 (40:38, 30:36, 21:33, 34:18, ო.ტ. 7:14)

https://www.youtube.com/watch?v=zDEks9Q7suQ

0.108442