ფეხბურთი

9:07 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ პოჩეტინოს მიწვევაზე უარი თქვა

„ტოტენჰემის“ ყოფილი დამრიგებელი, მაურისიო პოჩეტინო, „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი არ გახდება - წერს Bild.

გამოცემის ინფორმაციით, ბავარიული კლუბის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მის მიწვევაზე. მთავარი მიზეზი ის არის, რომ არგენტინელმა გერმანული არ იცის. ასევე მიაჩნიათ, რომ „ტოტენჰემში“ მუშაობისას, პოჩეტინომ ბოლომდე ვერ შეძლო გასაგები საფეხბურთო ფილოსოფიის ჩამოყალიბება.

შეგახსენებთ, რომ ინგლისური კლუბი პოჩეტინომ 19 ნოემბერს დატოვა. გუნდი ჟოზე მოურინიუმ ჩაიბარა. „დეზებს“ ის 2014-15 წლწბის სეზონიდან წვრთნიდა.

„ბაიერნის“ დამრიგებლად კი ჯერჯერობით ჰანს-დიტერ ფლიკი მუშაობს, რომელიც მანამდე გათავისუფლებული ნიკო კოვაჩის თანაშემწე იყო.

0.118268