ფეხბურთი

3:43 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

VAR-ის და მსაჯების შეუთანხმებელი მოქმედება და მორიგი ფიასკო პრემიერლიგაში (+VIDEO)

ვიდეორეფერის სისტემა დროთა განმავლობაში თითქოს უფრო მეტად უნდა დახვეწილიყო, მაგრამ ყველაფერი პირიქით ხდება. ბოლო დროს VAR-ს მეტისმეტად ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა და მათ შორის, გუშინ უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინიც გამოვიდა კრიტიკული განცხადებით.

დღეს კი, ინგლისის პრემიერლიგაში "შეფილდ იუნაიტედისა" და "ნიუკასლ იუნაიტედის" დაპირისპირებაში VAR-მა მორიგი ფიასკო განიცადა. 70-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველი ჯონჯო შელვი მეკარესთან პირისპირ დარჩა, გვერდითმა არბიტრმა ალამი აღმართა, შესაბამისად, თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და "შეფილდის" ფეხბურთელები გაჩერდნენ.

შელვიმ კი შეტევა დაუბრკოლებლად მარტომ გააგრძელა და გოლიც გაიტანა, მიუხედავად ლაინსმენის აღმართული ალამისა. მთავარმა მსაჯმა სტიუარტს ეტველმა მომენტი ვიდეორეფერისთან გადაამოწმა, სადაც გამოჩნდა, რომ თამაშგარე მდგომარეობა არ იყო და გოლი ჩაითვალა!

შელვის შესაძლოა გოლი მაინც გაეტანა, მაგრამ ფაქტია, რომ გვერდითი მსაჯის შეცდომამ (რაც VAR-თან შეუთანხმებლობის დასტურია) "შეფილდი" მომენტს გამოთიშა და "კაჭკაჭების" შემტევმა მეტად უცნაურ ვითარებაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.11972