ფეხბურთი

2:45 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე პსჟ-ს ისტორიაში საუკეთესო მეგოლეთა ათეულშია (+VIDEO)

კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენის“ ისტორიაში საუკეთესო მეგოლეთა ათეულში შევიდა. ახალგაზრდა ფრანგმა შემტევმა ეს „ნანტთან“ გატანილი ეფექტური გოლის შემდეგ მოახერხა.

20 წლის მბაპემ პსჟ-ში 101 მატჩში 71 გოლის გატანა (+35 საგოლე პასი) მოახერხა და ეს მეათე ადგილზე განსათავსებლად სრულიად საკმარისი გამოდგა. წესით, ახლო მომავალში კილიანს რამდენიმე პოზიციით დაწინაურებაც არ უნდა გაუჭირდეს.

შეგახსენებთ, მბაპე პარიზელებს 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა და მიუხედავად საკმაოდ მოკლე პერიოდისა უკვე ათეულშია, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ედინსონ კავანი - 195 გოლი

2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 156

3. პედრო პაულეტა - 109

4. დომინიკ როშტო - 100

5. მუსტაფა დალები - 98

6. ფრანსუა მპელე - 95

7. საფეტ სუშიჩი - 85

8. ანხელ დი მარია - 78

9. რაი - 72

10. კილიან მბაპე - 71

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102073