ფეხბურთი

2:01 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "ინგლისურ ენას ვსწავლობ და ივნისიდან დავბრუნდები"

მასიმილიანო ალეგრი სამწვრთნელო საქმიანობას დამდეგი წლის ივნისიდან დაუბრუნდება. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, კარიერაში ერთწლიანი პაუზა აიღო და ამჟამად ინგლისურ ენას სწავლობს.

„როდის დავბრუნდები? ივნისში. როგორც კი „იუვენტუსთან“ ურთიერთობა დასრულდა, გადავწყვიტე, რომ ერთი წელი პაუზა ამეღო და დამესვენა. ფეხბურთს 18 წელი ვთამაშობდი, შემდეგი 16 წელი მწვრთნელად ვიმუშავე და ახლა შევჩერდი, 34 წლის შემდეგ. მაქვს შესაძლებლობა ვისაუბრო ხალხთან, წავიდე თეატრში, სამხატვრო გამოფენაზე, წავიკითხო წიგნები.

დიახ, ინგლისური ენის შესწავლა დავიწყე, აქ მილანში, სადაც ვცხოვრობ. საუბარი შემიძლია, მოსმენა უფრო მიძნელდება. თუ დიალოგისას ვინმე ნელა საუბრობს, უფრო მარტივად ვიგებ. ვუყურებ ინგლისურ ენაზე ფილმებს და ვკითხულობ წიგნებს, ასე უფრო კარგად მესმის.

მომდევნო წელი მნიშვნელოვანი იქნება არჩევანის კუთხით. ერთწლიანი პაუზისა და „იუვენტუსში“ ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ არ მინდა წარუმატებლად დაბრუნება, ეს ჩემთვის საზიანო იქნება“, - განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, იტალიელ სპეციალისტს ბოლო დროს ინგლისურ გუნდებთან და ყველაზე ხშირად „მანჩესტერ იუნაიტედთან“ აკავშირებენ. ალეგრი „იუვენტუსიდან“ მიმდინარე წლის მაისში დაითხოვეს.

0.121689