ფეხბურთი

1:22 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "რომა" მიწვევდა და უარი ვუთხარი, მაგრამ ერთ დღეს სიამოვნებით დავთანხმდები"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ზაფხულში „რომა“ ეპატიჟებოდა, მაგრამ დედაქალაქში მუშაობაზე უარი თქვა.

მიუხედავად ამისა, კონტე მომავალში „რომას“ თავკაცის პოსტზე დასაქმებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ერთ დღესაც სიამოვნებით მიიღებს ამ გამოწვევას.

„ფრანჩესკოსთან (ტოტი) ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვმეგობრობ, რომელშიც ერთად ვითამაშეთ (2000 წელს). დამირეკა, ვისაუბრეთ და სიტუაცია განმიმარტა. მდგომარეობა მშვიდად შევაფასე, იმ მომენტში ინტერისგან“ წინადადება არ არსებობდა. ვიგრძენი, რომ „რომაში“ წასასვლელად შესაფერისი დრო არ იყო და თავაზიანი უარი შევუთვალე. თუმცა ეს არის უზარმაზარი გამოწვევა, სადაც ერთ დღეს სიამოვნებით ვიმუშავებ“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ სერია A-ს 37 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „იუვენტუსს“ ერთი ქულით უსწრებს. „ინტერი“ – „რომას“ მატჩი 6 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

0.120081