ფეხბურთი

22:30 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "გამოჩნდა, რომ "ოქროს ბურთებს" რონალდუს ნაცვლად ფლორენტინო პერესი იგებდა"

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კრიშტიანუ რონალდუს დიდი მოყვარული რომ არ გახლავთ, საქვეყნოდ ცნობილი ამბავია და შვედმა პორტუგალიელი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

ზლატანმა Gazzetta Dello Sport-ს განუცხადა, რომ რონალდო ფეხბურთში ერთი არსებობს და ის ბრაზილიელია:

„იტალიაში ნამდვილ რონალდუს შევხვდები? ნამდვილი რონალდო მხოლოდ ბრაზილიელია. ის (კრიშტიანუ) არ არის ბუნებრივი ტალანტი, მუშაობით მიაღწია ყველაფერს. იუვენტუსში“ გადასვლა მისთვის გამოწვევა იყო? გუნდი, რომელმაც ზედიზედ შვიდჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი გამოწვევაა? ასეთ კლუბში წასვლა გამოწვევა არაა. გამოწვევა მაშინ იქნებოდა, 2006 წელს სერია B-ში სათამაშოდ რომ გადასულიყო და გუნდი ძველ სიმაღლეზე დაებრუნებინა“, - თქვა იბრამ.

შარშან, როდესაც ლუკა მოდრიჩმა "ოქროს ბურთი" მოიგო, ზლატანმა საინტერესო კომენტარი გააკეთა: "ახლა ჩვენ ვიცით, რომ კრიშტიანუ რონალდუს „ოქროს ბურთები“ არ მოუგია, მას ფლორენტინო პერესი იგებდა".

0.125923