ფეხბურთი

17:48 | 5.12.2019 | ნანახია 483 - ჯერ

VAR-ი საქართველოს ნაკრების თამაშზე და ერთა ლიგის პლეი-ოფში

ერთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, სადაც საქართველოს ნაკრები ბელარუს დაუპირისპირდება, ვიდეორეფერი იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ვებგვერდმა დაადასტურა.

ერთა ლიგაზე VAR-ის სისტემა მარტის თვეში გასამართი პლეი-ოფებიდან დაინერგება და 2020-2021 წლების სეზონშიც გამოიყენებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების თამაშს VAR-ი პირველად მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო - ბელარუსის მატჩი 2020 წლის 26 მარტს გაიმართება, ხოლო გამარჯვებული ფინალში ჩრდ. მაკედონია - კოსოვოს წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:31 | 01.07.2024
ბაგი-რეი (2266)

ვითამაშებთ სწორი სტრატეგიით თუ მიუდგება მწვრთნელი ყველა თამაშს. ჩვენი კოზირი არის დაცვა. გოლის არგაშვების ტაქტიკით კიდევ ვითამაშებთ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.079696
483