რაგბი

22:05 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„უარყოფითი რიცხვების“ პრემიერა

რაგბის თემატიკაზე, მის ღირებულებებსა და ფასეულობებზე, ასევე სოციალურ და მენტალურ ღირებულებებზე გადაღებული ფილმის - „უარყოფითი რიცხვების“ კინოპრემიერა საქართველოში 6 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ შედგება. ჩვენებები შაბათ-კვირასაც გაიმართება.

ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. 2010 წელს საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები ეწვივნენ და სპორტულ ფედერაციებს სოციალური აქტივობების წარდგენა სთხოვეს. საქართველოს რაგბის კავშირიდან, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა ნონო ანდღულაძემ რამდენიმე იდეა და პროექტი წარადგინა, რომელთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში რაგბის და მათი ღირებულებების შეტანა იყო.

ეს იდეა ძალიან მოეწონათ და 2011 წლიდან პროექტის განხორციელება დაიწყო. არასრულწლოვანთა დაწესებულებაში შეხვედრებს ანდღულაძესთან ერთად მალხაზ ჭეიშვილი და ქიქოძე მართავდნენ, მალე კი პროექტში ლექსო გუგავაც ჩაერთო. გაეროს ბავშვთა ფონდმა ეს პროექტი საერთაშორისო კონკურსზე („სპორტს მიღმა“) წარადგინა, ბრიტანელებმა კი ამ ფაქტზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს.

ფილმის სცენარზე მუშაობა 2012 წელს დაიწყო, 2016 წელს მან კინოცენტრის განვითარების გრანტი მოიპოვა, 2017 წლის ბოლოს კი, გადაღებები დაიწყო.

ფილმი გატანილი იყო ორ კინოფესტივალზე საფრანგეთსა და იტალიაში და რამდენიმე ნომინაციაში, ნომინანტებს შორის მოხვდა.

site.rugby.ge

0.158108